ქართულ, საქართველოს, სახალხო, რუსეთთან, რუსული, მოძრაობა, ქართველი, ურთიერთობების, თანამშრომლობისათვის, დიალოგისა, რუსეთის, თავიანთი, თავის, გვერდზე, საქართველოში, რადგან, რუსეთში, პასუხი, მიმართ, მოსაზრებას
   


პროექტის შესახებ - ჩვენი მიზნები

 

 C 2013 GeoRus.Org სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის შეიქმნა, როგორც ქართველი ხალხის პასუხი იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, იქნებიან ისინი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომლებიც ხელოვნურად ძაბავდნენ და დღესაც ცდილობენ, დაძაბონ ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის. განა საქართველოს ინტერესებშია რუსეთთან დაძაბულობის შენარჩუნება? განა ერთი მუჭა ნაციონალისტების, პროვოკატორებისა და უცხოური აგენტურის მიერ ბოლო 20-25 წლის მანძილზე რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს გაქეზებამ რაიმე სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას? გვსურს თუ არა, რუსეთთან თანასწორუფლებიანი დიალოგი და თანამშრომლობა?..

ამ კითხვებს პასუხი ისევ პროვოკატორებმა და უცხოეთის მიერ დაქირავებულმა ლაქიებმა კი არ უნდა გასცენ, არამედ ქართველებმა - ეგრეთ წოდებულმა „უბრალო ხალხმა", რიგითმა მოქალაქეებმა. სწორედ მათ უნდა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რადგან საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მდგომარეობა უშუალოდ ამ ადამიანების ბედზე აისახება. რუსეთი არის ჩვენი დიდი მეზობელი, რომელზეც ქართული ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული. რუსეთიდან საქართველოში დიდძალი ნაღდი ფული იგზავნება, რადგან სწორედ რუსეთში ცხოვრობს უცხოეთში წასული ქართველების უმრავლესობა. რუსეთში მცხოვრებ ქართველებს აქვთ საშუალება, იშრომონ და თავიანთი დანაზოგები საქართველოში გამოუგზავნონ ნათესავებსა და მეგობრებს. გარდა ამისა, ქართველებსა და რუსებს უამრავი ისტორიული მოვლენა, დაბოლოს, ერთი, მართლმადიდებელი რწმენა გვაკავშირებს.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ევრაზიის ინსტიტუტმა საფუძველი ჩაუყარა სახალხო მოძრაობის შექმნას, რომლის ფარგლებშიც თავად ქართველი ხალხი გამოთქვამს თავის მოსაზრებას. სახალხო მოძრაობა ღიაა ყველა კეთილი ნების ქართველი ადამიანისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ჭეშმარიტი ინტერესები, დაწყებული საქართველოს ერთიანობით და დასრულებული ეკონომიკური კეთილდღეობით, რომელთა განხორციელებაც რუსეთთან კეთილმეზობლური დამოკიდებულების გარეშე შეუძლებელია. სავსებით ბუნებრივია, რომ სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის მხარს უჭერს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარირებულ კურსს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას ისახავს მიზნად.

წინამდებარე ვებ-გვერდზე სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის წარმოადგენს თავის წევრებს - ათასობით ადამიანს, რომელთაც ისურვეს ქართულ-რუსული ურთიერთობების მხარდაჭერა. ვებ-გვერდზე ასევე იხილავთ რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ ახალ ამბებსა და ანალიტიკურ მასალებს.

თბილისი, 5 ივლისი, 2013 წელი