ახალი ამბები » GeoRus.Org - Проект Института Евразии
   
„საქართველო თქვენთან არის. ვგლოვობთ"
 

   საქართველო უერთდება საყოველთაო გლოვას, რომელმაც მოიცვა რუსეთი და მთელი მსოფლიო, ეგვიპტეში სამოქალაქო თვითმფრინავის დაღუპვის გამო. ქვეყნის პრემიერმინისტრმა და პრეზიდენტმა შესაბამისი წერილები რუსეთის ხელმძღვანელობას უკვე გაუგზავნეს, მაგრამ უბრალო მოქალაქეებიც თავიანთი თანაგრძნობის სიტყვებს წერენ სოციალურ ქსელებში. ხოლო ახალგაზრდა ადამიანების ერთმა ჯგუფმა, ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივით, 2 ნოემბრის საღამოს, საქართველოში რუსეთის საელჩოსთან (ოფიციალურად – „შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია საქართველოში") სანთლები დაანთო და ყვავილები მიიტანა, დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ. „საქართველო თქვენთან არის. ვგლოვობთ" – ეწერა სპონტანურად შექმნილ პლაკატზე, რომელიც რუსეთის და საქართველოს დროშების ფერებში იყო შეღებილი.

 
რუსოფობიის დაძლევისა და ისტორიის ობიექტურად შეფასებისათვის

  საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელი წლებიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე, ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ დადებითი ცოტა რამ თუ დაწერილა ქართულ ისტორიოგრაფიაში. სამწუხაროდ, სამეცნიერო წრეებიდან პირველ ყოვლისა სწორედ ისტორიკოსები აღმოჩნდნენ იმ ურა-პატრიოტთა ავანგარდში, რომლებიც, კონიუნქტურას აყოლილნი, ხალხს რუსეთის საწინააღმდეგოდ განაწყობდნენ და ორმხრივ ურთიერთობებში მხოლოდ ნეგატიურ მომენტებს ეძებდნენ, აბუქებდნენ ამ ნეგატივებს და ხშირად ცრუობდნენ კიდეც. ქართველი ისტორიკოსების ის ნაწილი კი, რომელიც ამ სიყალბეში არ მონაწილეობდა, მხოლოდ დუმილით შემოიფარგლებოდა, ნაცვლად იმისა, რომ წინ აღსდგომოდა დუჟმორეული ნაციონალიზმის შეჭრას ისტორიულ მეცნიერებებში. რაც მთავარია, ეს ტენდენცია ისტორიკოსებს შორის დღესაც შენარჩუნებულია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაიმსხვრა ტაბუ რუსეთთან მიმართებით - საზოგადოებრივი აზრი მთლიანად შემობრუნებულია რუსეთთან დაახლოების იდეის სასარგებლოდ, ხალხი ეჭვის თვალით უყურებს ყველა იმ პოლიტიკოსსა თუ „საზოგადო მოღვაწეს", რომელიც კვლავინდებურად ანტირუსული რიტორიკით ცდილობს საკუთარი „პატრიოტიზმის" წარმოჩენასა და ადგილის დამკვიდრებას.


 

   მას შემდეგ, რაც ქართულ-რუსული სახალხო მოძრაობისა და ევრაზიის ინსტიტუტის მიერ აჭარის გათავისუფლებაში დაღუპულ გმირებს მიეგოთ პატივი, რაც გამოიხატა ქობულეთის რ-ნის სოფ. ხუცუბანში 1878 წლის იანვარში დაღუპული მებრძოლების საძმო სასაფლაოს რესტავრაციაში, აჭარაში კიდევ უფრო გაძლიერდა საზოგადოების მოთხოვნა, ჯეროვნად აღინიშნოს ამ ძირძველი ქართული კუთხის გათავისუფლების თარიღი - 25 აგვისტო. სწორედ ამ დღეს, 137 წლის წინათ, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბათუმში შევიდა რუსული არმია, თავად დიმიტრი ივანეს ძე სვიატოპოლკ-მირსკის მეთაურობით, რითაც დასრულდა აჭარაში ოსმალო თურქთა სამასწლოვანი ბატონობა. რუსული არმიის რიგებში მრავალრიცხოვანი ქართველი მოლაშქრეები იბრძოდნენ - ძირითადად მოხალისეები. 1878 წლის 25 აგვისტოს საფუძველი ჩაეყარა ბათუმის ულამაზეს ქალაქად გადაქცევას, ერთიანი საქართველოს ფარგლებში აჭარის აღორძინებასა და განვითარებას. დღეის მდგომარეობით, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მეოხებით, მრავალი აჭარელი დაუბრუნდა ქრისტეს სარწმუნოებას, რომელიც ჯერ კიდევ მოციქულებმა წმ. ანდრია პირველწოდებულმა და წმ. სვიმონ კანანელმა იქადაგეს აჭარის ტერიტორიაზე, 1-ლ საუკუნეში. აჭარა გახდა და არის ერთიანი საქართველოს მტკიცე დასაყრდენი შავ ზღვაზე.


 
რას ნიშნავს იმპერია?
 

  ევრაზიის ინსტიტუტი გამოდის ინიციატივით, საქართველოში ბოლოსდაბოლოს დაიწყოს სამეცნიერო მსჯელობა იმპერიის რაობის შესახებ და საქართველოს ისტორიაში იმპერიის როლის გააზრება. ამასთან დაკავშირებით, მკითხველებს წარმოვუდგენთ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, ორიგინალური მოაზროვნის, გოჩა გვასალიას ანალიტიკურ მოსაზრებებს.

 

 

 
რუსეთში საქართველოს იმიჯის გასამყარებლად
 

  რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთის, „კომსომოლსკაია პრავდას" სპეციალური კორესპონდენტი გალინა საპოჟნიკოვა ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა, რათა გაერკვია, თუ რეალურად როგორია ქართველების დამოკიდებულება დიდი სამამულო ომისადმი, ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორიისა და მომავლისადმი, რუსი ერისადმი.

 
ნაციზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი და ევრაზიის ინსტიტუტის ღონისძიებები
 

   ევრაზიის ინსტიტუტის მიერ გამარჯვების სამოცდამეათე იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების კულმინაცია უშუალოდ გამარჯვების დღე, 9 მაისი იყო. გთავაზობთ შესაბამის ფოტომასალებს:

 
„არ დაიჯეროთ, რომ ეს არ იყო ჩვენი გამარჯვება!" - ვეტერანების დარიგება ახალგაზრდობას
 

  2 მაისს, წითელი არმიის მიერ ბერლინის აღების დღეს, თბილისში, წმ. სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მდებარე საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა შიდა ქართლიდან ლტოლვილი ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია, რომლებმაც მანამდე მონაწილეობა მიიღეს სემინარში - „რატომ არის 9 მაისი გამარჯვების დღე საქართველოსთვის".

 
ბათუმის საძმო სასაფლაო: სააკაშვილის რეჟიმის სირცხვილის ჩამოსარეცხად
 

  ახლოვდება 9 მაისი, დიდი გამარჯვების დღე. ევრაზიის ინსტიტუტი და სახალხო მოძრაობა ქართულ–რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის, ბევრ სხვა პროექტთან ერთად, აგრძელებენ საქართველოში  საძმო სასაფლაოებისა და დიდების მემორიალების რესტავრაციას, რათა პატივი მივაგოთ გმირებს და, ამავდროულად, მომავალ თაობებს შევუნახოთ ისტორიული მეხსიერება.

 
კონკურსი ლტოლვილი მოსწავლეებისათვის: „რატომ არის 9 მაისი საქართველოსთვის გამარჯვების დღე"
 

   ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივით დაიწყო საგანმანათლებლო და წამახალისებელი პროექტის განხორციელება 15-19 წლის ასაკის საშუალო სკოლის მოსწავლეებისა და დაწყებითი კურსების სტუდენტებისათვის. პროექტი, რომლის სახელწოდებაა „რატომ არის 9 მაისი საქართველოსთვის გამარჯვების დღე", მონაწილეობას ღებულობენ ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონის ლტოლვილები.

 
ნატო – საფრთხე საქართველოსთვის
 

საზოგადოებაში ნატოს სამხედრო ბაზასთან დაკავშირებული დისკუსიის გაგრძელება (ნაწყვეტი "საერთო გაზეთიდან", 11.3.2015):

თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  საერთაშორისო  ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი